logo
ENG



​​ანტისანიტარია რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ფორმულას ექსკლუზიური ვიდეო პაციენტმა მიაწოდა

30 აპრ 202014:23
3 წუთის საკითხავი
 

პაციენტი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას, "ფორმულას" ექსკლუზიურად ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნის, სადაც ნათლად ჩანს კლინიკის ერთ-ერთ ნაწილში არსებული ჰიგიენური მდგომარეობა.

კერძოდ, გამოგზავნილ ვიდეომასალაში ჩანს, რომ სველ წერტილებში არ ხდება ჰიგიენური ნორმების დაცვა, მოშლილია საკომუნიკაციო ქსელები და იქ მყოფი პაციენტები ამ მხრივ დისკომფორტს განიცდიან. ასევე ისინი ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული საშიშროება, ვინაიდან ვირუსით ინფიცირების შესაძლებლობა არის იმ პაციენტებთან მიმართებით, ვისაც ამ ეტაპზე ვირუსი არ აღენიშნება. 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით "ფორმულა" რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციას დაუკავშირდა, თუმცა მათ ჩვენთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამასთან, პირად საუბრებში ამბობენ, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაცია ფაქტთან დაკავშირებით დეტალურ მოკვლევას მოახდენს და საკითხზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ. 


close დახურვა